top of page

უფასო საკვები სკოლებს! ვმარშირებთ შიმშილის წინააღმდეგ



მხარდაჭერის გამოხატვა შეგიძლია დონაციით:

ანგარიში: GE29TB7952245061100087

მიმღები: თათია ვერულაშვილი

ან


საქართველოში ვებრძვით შიმშილს.

ვებრძვით დამღლელი შრომით, დამამცირებელი ხელფასებით, მიგრაციით.

სამუშაოს ქონაც კი შიმშილის დამარცხების გარანტიას არ გვაძლევს.

ქართველი მშრომელი რეგიონში ყველაზე დაბალანაზღაურებადია, ხოლო უმუშევრებისთვის არ არსებობს არანაირი სოციალური დაცვა, რომელიც მათ შიმშილისგან დააზღვევდა.

შიმშილია ჩვენს სკოლებში. საჯარო სკოლის 600,000 მოსწავლიდან ნახევარზე მეტს შია სკოლაშიც და სახლშიც.


პენსია, რომელიც საკვებსაც ძლივს ყოფნის, ბანკებს და აფთიაქებს მიაქვთ.

მოსახლეობის თითქმის ნახევარი იძულებულია საკვებზე ფული დაზოგოს. ჩვენ ვცხოვრობთ საკვების უკმარისობის პირობებში.

ვისი ბრალია?

იმათი, ვინც საკუთარი ძალაუფლებისთვის გვყოფს და გვაპირისპირებს.


იმათი, ვინც ბანკებით გვძარცვავს და გვაღატაკებს.


იმათი, ვინც ჩვენი ჯანმრთელობის ხარჯზე მდიდრდება.


იმათი, ვინც უფასო სასკოლო კვებას აფერხებს.


იმათი, ვინც ჩვენს ბუნებრივ რესურსებს მტერზე ყიდის.

ხალხს დაავიწყდა რა ძალა აქვს, მაგრამ მას ეს თავისით არ დავიწყებია.

ისინი, ვინც გვამშევენ, იმაზეც ზრუნავენ, რომ საკუთარი თავის და ერთმანეთის რწმენა დავკარგოთ, დამნაშავე ვერ ვიპოვოთ, ყველაფერში საკუთარი თავი დავადანაშაულოთ და ერთმანეთში, მოკავშირის ნაცვლად, კონკურენტი დავინახოთ.

ყველგან, სადაც ხალხს რამისთვის მიუღწევია, მთავარ მოთხოვნებს შორის ყოველთვის იყო და არის საკვები, საცხოვრებელი, ღირსეული სამუშაო.

შიმშილზე, ვალზე, დაბალ ხელფასზე, უმუშევრობაზე, მატერიალურ სიდუხჭირეზე ხმამაღლა ლაპარაკი სირცხვილი არ არის. პირიქით, ყველაზე ხმამაღლა ამაზე უნდა ვილაპარაკოთ.

ახალი წლის წინა დღეებში, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი სადღესასწაულო სუფრისთვის აგროვებს საკვებს და კიდევ უფრო მძაფრად გრძნობს მატერიალურ დანაკლისს.

ზეიმისთვის მზადებას რაღაც აკლია.

მარში შიმშილის წინააღმდეგ გაგვაერთიანებს უმუშევრებს და მშრომელებს, პენსიონერებს და სტუდენტებს, მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მათ მშობლებს.

მოდი მარშზე შიმშილის წინააღმდეგ და მოითხოვე უფასო სასკოლო კვება.

შიმშილის წინააღმდეგ მოქმედება სკოლებიდან უნდა დაიწყოს!

საახალწლო ზეიმამდე უმაყოფილების ჯერია.


მხარდაჭერის გამოხატვა შეგიძლია დონაციით.


ანგარიში: GE29TB7952245061100087

მიმღები: თათია ვერულაშვილი

ან


bottom of page