top of page

საპენსიო სესხის ხელშეკრულებების ანალიზი

2023 წლის 17 იანვარს ჩვენ, მოძრაობა ხმამ, საპენსიო სესხისა და საპენსიო ოვერდრაფტის პირობების შესწავლა დავიწყეთ და მივმართეთ პენსიონერებს, გამოეგზავნათ ლიბერთი ბანკთან დადებული ხელშეკრულებები.


ერთი თვის განმავლობაში 194-მა პენსიონერმა ან მათი ოჯახის წევრმა მოგვმართა და, ჯამში, 34 ხელშეკრულება გავაანალიზეთ. ამ პროცესში შევისწავლეთ ეროვნული ბანკის შესაბამისი რეგულაციებიც. პენსიონერებთან ერთად, ჩვენ დაგვიკავშირდა ლიბერთი ბანკის სხვადასხვა ფილიალში დასაქმებული 3 ყოფილი თანამშრომელი, რომელთაც, ანონიმურობის დაცვის პირობით, გაგვიზიარეს შიდა ინფორმაცია საპენსიო სესხების გაცემის პროცედურის შესახებ.


ქვემოთ მოცემული ანალიზი ხელშეკრულებებს, ეროვნული ბანკის რეგულაციებს, საპენსიო სესხებზე უკვე არსებული კვლევებსა და ბანკის ყოფილ თანამშრომელთა მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა.


bottom of page