top of page

გერმანიაში ქართველი მძღოლების მონაწილეობით დაწყებული გაფიცვის დარბევა სცადეს


ფოტო: bloomberg.com


პარასკევს 7 მარტს გერმანიის პოლიციამ მაინის ფრანკფურტის მახლობლად პოლონეთის 19 მოქალაქე დააკავა. პოლონური სატრანსპორტო კომპანიის მფლობელი კერძო დაცვის თანამშრომლების თანხლებით თავს დაესხა სატვირთო მძღოლებს, რომლებმაც გაფიცვა დაიწყეს ერთ-ერთ ავტოსადგომზე.


გერმანიის პოლიციამ დაადასტურა, რომ დაკავებულები პოლონურმა კომპანიამ Mazur-მა დაიქირავა მათი თანამშრომლების გაფიცვის დასაშლელად და სატვირთო მანქანების პოლონეთში დასაბრუნებლად.


გაფიცვაში რამდენიმე ათეული მძღოლი მონაწილეობდა საქართველოდან, უზბეკეთიდან და აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან. მძღოლები მუშაობაზე უარს აცხადებენ მუდმივი ზეგანაკვეთური სამუშაოებისა და ხელფასების დაგვიანების გამო. ადგილზე ჯავშანტრანსპორტიორით მივიდა კომპანიის მფლობელი რომელსაც თან ახლდნენ ტყვიაგაუმტარ ჟილეტებში გამოწყობილი ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ დაეშინებინათ და ძალის გამოყენებით წაერთმიათ გაფიცულებისთვის სატვირთო მანქანები.

ადგილობრივი მედიის ცნობით, დაკავებულები იყვნენ Rutkowski Patrol-ის კომპანიის

თანამშრომლები, რომლებიც არაერთხელ მონაწილეობდნენ სხვადასხვა დანაშაულებში. კომპანია ეკუთვნის ცნობილ ბიზნესმენ კშიშტოფ რუტკოვსკის, რომელის ბიოგრაფიაც კერძო დეტექტივობას და პოლონეთის სეიმის დეპუტატობას მოიცავს.


სატვირთო მძღოლებს მხარი დაუჭირა გერმანიის პროფკავშირების ასოციაციამ, რომლებიც

აღშფოთებული იყვნენ პოლონური კომპანიის მიერ შრომითი დავების გადასაწყვეტად

გამოყენებული მეთოდით. პროფკავშირების წარმომადგენლების თქმით, ისინი დაინტერესდებიან, არის თუ არა სისხლის სამართლის დანაშაული ჯავშანმანქანით გადაადგილება და ასევე ყველაფერს გააკეთებენ იმისათვის, რომ მძღოლების პროტესტი უშედეგოდ არ დარჩეს.


თავის მხრივ, გერმანიის პოლიციამ მუქარის, სხეულის დაზიანების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ გამოაცხადა. მძროლებზე მომხდარმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა პრობლემები, რომლებიც სატრანზიტო მძროლების შრომის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არსებობს. გერმანიის სოციალ-დემოკრატიული და მემარცხენე პარტიის (DIE LINKE) წარმომადგენლებმა მძროლებს სოლიდარობა გამოუცხადეს და მათი შრომის პირობების გერმანულ კანონმდებლობასთან შესაბამისობის გაკონტროლების აუცილებლობაზე გააკეთეს განცხადებები.


მძროლების გაფიცვა გრძელდება და იმედია მათი ბრძოლა მალე კუთვნილი ანაზღაურების

მიღებით დასრულდება.





წყარო:

https://globeecho.com/news/europe/germany/escalation-at-the-grafenhausen-service-area-private-

militia-from-poland-harassed-striking-truck-drivers/

bottom of page