top of page

ქება დიალექტიკას

ბერტოლტ ბრეხტი

გერმანულიდან თარგმნა სალომე ჩანქსელიანმა



მტკიცე ნაბიჯით დააბიჯებს უსამართლობა. და ათასობით წლის მანძილზე გრძელდება ჩაგვრა. ძალადობის თქმით, ყველაფერი ასეც დარჩება ისმის მხოლოდ მმართველების ხმა, სხვა არავისი. ექსპლუატაცია გაჰკივის ბაზრებზე: ეს მხოლოდ დასაწყისია. და ჩაგრულთაგან ბევრი კვერს უკრავს: ჩვენი საშველი არასდროს იქნება. მაგრამ თუ ჯერაც ცოცხალი ხარ, არ თქვა "არასდროს" ის რაც მყარი ჩანს, შეიძლება უცებ განქარდეს და არ დარჩება სულ ისეთად, როგორსაც ხედავ. როცა მჩაგვრელები ბოლობოლო ამოშაქრავენ ჩაგრულების სიტყვის ჯერი დადგება. ვინ გაბედავს თქვას "არასოდეს"? ვის დავაბრალოთ, ის რომ ჩაგვრას ბოლო არ უჩანს? ჩვენი ბრალია. ვის შეუძლია მოსპოს ჩაგვრა? ისევ ჩვენ ძალგვიძს. თუ დაეცემი, მაინც უნდა ცადო ადგომა! ჯერ არაფერი წაგიგია, ბრძოლა განაგრძე! ვეღარაფერი შეაჩერებს მას, ვინც მიხვდა მის თავს რაც ხდება და დღევანდელი დამარცხებული ხვალ იქცევა გამარჯვებულად, ხოლო "არასდროს" გახდება "დღესვე"!





bottom of page