top of page

2 სიტყვა ღარიბაშვილზე

ავტორი: გიორგი ხასაია


ღარიბაშვილი კაპიტულანტი და ბრიყვია. მისი სიბრიყვე გორელიეფივით გამოიკვეთება ხოლმე, როცა ეშინია. თავისებურად შინდება - იფხორება, მაგრამ თვალებში შიში აქვს. სასაცილო სანახაობაა.


რისი ეშინია ახლა? რა თქმა უნდა რუსეთის ინტერვენციის. ეს ლოგიკურია. კიდევ რისი ეშინია? ივანიშვილის ეშინია, იმიტომ, რომ 90-იანების რუსეთში დიდ-ფულ-ნაშოვნი კაცის ლაქიაა. იმან თუ უთხრა, ლოყებს თევზივით შეიწევს და აკვარიუმში თევზივით ჩაწვება. ივანიშვილს რისი ეშინია? იმ წრის ეშინია, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა - რუსული პოსტ-სოციალისტური ოლიგარქიული კლასის. იცის, რომ ვერსად დაემალება, მაინც იპოვიან, მიწვდებიან, არ დააყენებენ, სულს ამოაძრობენ. თან როგორ არ უნდა იმათ გავდეს. ჩათვალა, რომ საქართველოში დამფუძნებელი მამის სტატუსს იყიდდა, ამაზე გვევაჭრება ამდენი ხანია. ამ სტატუსის საყიდლად კულტურულ ინტელიგენციას მიაკითხა, მაგათგან უნდოდა გამოევაჭრა. ოღონდ მათგან სიყვარულის ყიდვა უნდოდა-ხალხის სიყვარულის. მაგრამ ვინც ხალხმა ვირტუოზული შესრულებისთვის შეიყვარა, შეიყვარა ვირტუოზული შესრულებისთვის. ივანიშვილი საჯარო შესრულებაში უნიჭოა. ამიტომ ვირტუოზებისადმი ხალხის სიყვარული მასზე არ განაწილდა.


ღარიბაშვილს დავუბრუნდეთ, რატომ არის კაპიტულანტი და ბრიყვი? დღეს თქვა, რომ სანქციებს არ შევუერთდებით და გრძელი რიცხვები მოაყოლა, თუ რატომ. მაგრამ რატომ გონიათ, რომ სანქციები მთავარი სახალხო მოთხოვნაა? ჩემი შთაბეჭდილებით, მთავარი მოთხოვნა ღირსეული საჯარო შესრულებაა - სათანადო მხარდაჭერის და ქმედითი თანაგრძნობის გამოხატვა უკრაინელი ხალხისადმი. ასეთი მხარდაჭერის გამოხატვაში სიმხდალეს თუ ავლენ, მაშინ ასეთი მხარდაჭერისთვის უკრაინელი კი არა, საკუთარი ხალხის სიყვარული არ გყოფნის. იმიტომ, რომ ომისგან მოყენებული მისი ღია ჭრილობები არ გაწუხებს, მისი ყოველდღიურიდამცირება არ გესმის, რომელიც არაადამიანურ პირობებში ცხოვრებისგან ფანჯრიდან გადმოხტომით მთავრდება. და თუ ეს არ გესმის, მერე რამდენიც გინდაიმდენი ჰუმანიტარული ტვირთი გააგზავნე. ვერ გამოივაჭრებ იმას, რისი ღირსიც არხარ.


ღარიბაშვილიც და მისი პოლიტიკური გუნდიც, საქართველოს (და სამყაროს) უცნაური მზერით უყურებს. რაშია უცნაურობა? მათ თავიანთი მზერა არ აქვთ. აქვთ ნაცების მზერა, ოღონდ უკუღმა-შესაბამისად, ის რაც ნაცების მზერისთვის მოსაწონია-ცუდია, რაც ამ მზერისთვის დასაწუნია - კარგია. ამ დებილიზაციის შედეგი სახეზეა - ნებისმიერი საკითხი, რომელიც საზოგადოებრივად მნიშვნელოვანია, მათ წარმოდგენაში ან ნაცებისთვის იქნება სასარგებლო, ან მათთვის. უკრაინის მხარდაჭერის საკითხმაც ეს მზერა გაიარა. შედეგი ერთად ვნახეთ.


ან ვის რაში გვჭირდება თქვენგან ნაციონალური მოძრაობის ლიდერების დანაშაულების შეხსენება, ან მტრისთვის ხალხის შეტოვება ომის დროს, ან იარაღით ვაჭრობით გამდიდრებული თავდაცვის მინისტრის ამბავი.


თქვენს სიმხდალეს უყურეთ - მართლა გგონია, რომ შენი დაცვის იმედი აქვს ვინმესამ ქვეყანაში? შენ ის მხდალი ხარ, რომელიც რუსული კაპიტალების მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურას და ობიექტებს ვერასდროს გაუბედავ ნაციონალიზაციას.


რუსული კაპიტალისგან ოკუპირებულ კაზრეთში ცხვირს ვერ შეყოფ.


მაგას კი არა, ამირან გამყრელიძის შვილს ვერ გაუბედავ მოთხოვო, რომ ევექსმა ტყიბულელ ქალებს სამშობიარო არ გაუუქმოს.


მაგას კი არა, წამლის რამდენიმე ვაჭარს ვერ უბედავ უთხრა, რომ სასიცოცხლო წამლების ფასზე სახელმწიფო კონტროლს დააწესებს.


შენი იმედი გვაქვს, ასე გგონია?


პურზე რამე გეგმა გაქვს, რომელიც რუსული ფქვილისგან ცხვება?


ნეიტრალიტეტის გამოცხადება რომ მოგვთხოვონ სრული ოკუპაციის მუქარით, რასაპირებთ შენ და შენი პატრონი?


კითხვები ბევრია, პასუხების გაცემა მოგიწევთ.

bottom of page