top of page

რა ღირს უფასო სასკოლო კვება?

საორიენტაციო ბიუჯეტი



საქართველოში სკოლის მოსწავლეების 77% ამბობს, რომ სკოლაში ყოველდღე ან კვირაში რამდენჯერმე განიცდის შიმშილის გრძნობას (NAEC, 2019). სკოლის მოსწავლეების კვება, რაც პირდაპირ კავშირშია მათი სწავლის უნართან, საბაზრო ურთიერთობების ფარგლებში განიხილება: თუ მშობელს ფული აქვს - ბავშვი სკოლაში შეჭამს და ისწავლის; თუ არ აქვს, თავის თავს დააბრალოს - მშობელმაც და ბავშვმაც.


ჩვენ - მოძრაობა ხმა - ვამბობთ, რომ ბრალდების ადრესატი უნდა შეიცვალოს: სკოლის მოსწავლეების შიმშილი მთავრობის და მმართველი პოლიტიკური და ეკონომიკური კლასის მოღვაწეობის პირდაპირი ან ირიბი შედეგია. მათთვის სკოლის მოსწავლეები ან მომავალი ამომრჩევლები არიან, ან იაფი მუშახელი.


კამპანია უფასო სასკოლო კვების მოთხოვნით ჩვენ 2021 წლის ოქტომბერში დავიწყეთ. ამ დროის მანძილზე, ჩვენ შეგვხვდა ბევრი, ვინც უერთდებოდა მოთხოვნას, მაგრამ ამავე დროს სვამდა კითხვას: რა ღირს უფასო სასკოლო კვება? რა დაუჯდება ბიუჯეტს სკოლის მოსწავლეების გამოკვება?


ამიტომ, ამ მცირე ნარკვევში გთავაზობთ, უფასო სასკოლო კვების არა ზუსტ, არამედ საორიენტაციო ბიუჯეტს - მიახლოებით განფასებას, რა შეიძლება, ღირდეს საჯარო სკოლის მოსწავლეების კვება.


დეტალური ინფორმაციის გასაცნობად, იხ. დოკუმენტი:


კვების ბიუჯეტი_დოკუმენტი_17 დეკემბერი
.pdf
Download PDF • 304KB

Comentários


bottom of page