60 წელია პალესტინელებს დევნიან პალესტინიდან და ღაზას სექტორსა და დასავლეთ სანაპიროზე ნახირივით ამწყვდევენ.
როგორც ებრაელებს ამწყვდევდნენ გეტოებში ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ევროპაში. 60 წელია გაურბიან ხოცვა-ჟლეტას, რომელიც დიდად არ განსხვავდება ჰოლოკოსტის ხოცვა-ჟლეტისგან.
საკუთარი სამშობლოდან, სადაც მათ ყოველდღე ხოცავენ, პალესტინელები მთელს მსოფლიოში იფანტებიან, როგორც ებრაელები რომის მიერ იუდეის დარბევის შემდეგ.
ცოტა ხნის წინ კი ისინი კედლით გამოყვეს იმისგან, რასაც ახლა ისრაელი ჰქვია, მათ იგივე ბედი ეწიათ, რაც ებრაელებს როცა რომაელებმა ააგეს Colonia Aelia Capitolina.
ისრაელ, შენი ხალხის მჩაგვრელები ჯერაც ცოცხლობენ!
ისრაელ, დღეს შენი ჯარისკაცები არიან რომალები და ნაცისტები. ყური დაუგდე პალესტინაში ქალებისა და მამაკაცების გოდებას, ვისი სახლებიც ნანგრევებად აქციეს, ვისი ვაჟები და ქალიშვილები და დები და ძმები ღორებივით დაკლეს. ეს იგივე გოდებაა, რაც შენი ხალხის პირიდან ისმოდა, როცა იერუსალიმის კედლები დაიმარხა Aelia Capitolina-ს ქვეშ, როცა მათ საყვარელ ადამიანებს გაზით წამლავდნენ საკონცენტრაციო ბანაკებში.
ისრაელ, შენი ხალხის მჩაგვრელები ჯერაც ცოცხოლობენ და ყოველდღიურად ძირფესვიანად თხრიან და კლავენ პალესტინელებს.
ალექსანდერ მარტინ რემოლინო