top of page

ხელფასი არ მყოფნის. რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი?

საქართველოში მინიმალური ხელფასი 1999 წელს განისაზღვრა და ის დღემდე თვეში 20 ლარია. საჯარო მოხელეებისთვის კი 2005 წელს დადგინდა და - 135 ლარი.


2021 წელს ჩატარებული საქართველოს მოსახლეობის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ღირსეული მინიმალური ხელფასის შემოღებას მოსახლეობის 80% სრულად ან ნაწილობრივ ემხრობა - ყოველი 100-დან 80 ადამიანი. მინიმალური ხელფასის მიმართ მხარდაჭერა, ამავდროულად, მზარდია: 2020 წელს ასეთივე გამოკითხვაში მინიმალურ ხელფასს მხარს 75% უჭერდა.



2021 წლის გამოკითხვის მიხედვით, მინიმალური ხელფასის შემოღებას საერთოდ ან ნაწილობრივ არ ემხრობა 11%.


რამდენი უნდა იყოს მინიმალური ხელფასი? გამოკითხვა აჩვენებს, რომ მინიმალური ხელფასის საშუალო გონივრულ ოდენობად საქართველოში 1208 ლარს ასახელებენ.

რატომ არ ლაპარაკობენ ჩვენი პოლიტიკოსები მინიმალურ ხელფასზე წინასაარჩევნოდ მაინც?


შეხედეთ პოლიტიკურ კლასს. ვის ხედავთ? - მოქმედ ბიზნესმენებს, ყოფილ ბიზნესმენებს, ყოფილ და მოქმედ მენეჯერებს, ბიზნესისგან დაფინანსებულ, დავალებულ ტიპებს, ბიზნესის მომსახურე ყოფილ და მოქმედ ექსპერტებს, ბიზნესისთვის თავის მოსაწონებლად ყელმოღერებულებს.


რატომ არ კამათობენ მინიმალურ ხელფასზე მთავრობა და ოპოზიცია, რომლებიც ვითომ მწვავედ უპირისპირდებიან ერთმანეთს? - იმიტომ, რომ იმ ტოტს ვერ მოჭრიან, რომელზეც სხედან.


მინიმალური ხელფასის დაწესება მათი სპონსორებისთვის ფულის წართმევაა, რაც ეწინააღმდეგება მათ მოვალეობას - დაიცვან და გაიტანონ ბიზნესის ინტერესები.

მათ აქვთ თემები, რომელზეც არ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ უსიტყვო შეთანხმება აქვთ, რომ არ უნდა ილაპარაკონ. ეს მათი კლასობრივი პოზიციაა.


ჩვენ უნდა ვთქვათ ის, რაზეც ისინი დუმან:

მე ხელფასი არ მყოფნის!

bottom of page