მინიმალური ხელფასი ჩვენს სამეზობლოში

გერმანიაში სოციალ-დემოკრატების, მწვანეების და ლიბერალ-დემოკრატების მმართველმა ახალმა სამთავრობო კოალიციამ ერთ-ერთ პირველ ცვლილებად მინიმალური ხელფასის გაზრდა დააანონსა. გერმანიაში მინიმალური ხელფასი 25%-ით გაიზრდება და საათში, 9.6 ევროს ნაცვლად, 12 ევრო იქნება. წინასწარი გათვლით, ხელფასის ზრდა 10 მილიონ გერმანელზე აისახება.
გთავაზობთ ინფორმაციას საქართველოს სახმელეთო და საზღვაო მეზობელ ქვეყნებში არსებული სავალდებულო მინიმალური ხელფასის შესახებ.
მინიმალური ხელფასი საქართველოსა და მის სამეზობლოში | ამერიკული დოლარი |
---|---|
საქართველო | 6 |
სომხეთი | 134 |
აზერბაიჯანი | 147 |
რუსეთი | 170 |
უკრაინა | 219 |
თურქეთი | 292 |
ბულგარეთი | 374 |
რუმინეთი | 526 |