ტრანსპორტი ძვირდება: ძიძების მიმართვა მერიას


ჩვენ, ძიძები და საოჯახო მშრომელები, ვეხმაურებით ტრანსპორტის გაძვირებას.


ჩვენ ყოველ დღიურად, სულ მცირე ორჯერ გვიწევს საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება. მოუხედავად იმისა, რომ ჩვენ უმრავლესობას სამსახურში მისასვლელად ორი ან სამი ტრანსპორტის გამოცვლა გვჭირდება, შემოთავაზებული გეგმა მნიშვნელოვნად გვიზრდის გადაადგილების ხარჯს.


ჩვენი გამოთვლით, თითოეული ჩვენგანისთვის, გაზრდილი ხარჯი 10-20 ლარია. ეს შესაძლოა არაფერს ნიშნავს მერიისთვის და საკრებულოსთვის, მაგრამ ჩვენთვის განსაკუთრებით უსაშველოდ გაზრდილი ფასების (საკვებსა და წამლებზე) ფონზე, ეს მნიშვნელოვანი დანაკლისია.


მერიას და საკრებულოს შევახსენებთ, რომ ჩვენ ისედაც გვაქვს საბანკო ვალდებულებები და განვადებით მგზავრობა ცხადია, ჩვენს ხარჯს გააძვირებს არა 10-20 ლარით, არამედ კიდევ უფრო მეტით. ბანკები რა თქმა უნდა აქაც მოგების ნახვას შეეცდებიან.


ჩვენ ვართ მშრომელები, რომლებსაც სახელმწიფო მშრომელებად საერთოდ არ გვაღიარებს. ჩვენ საყოველთაო ანტიკრიზისული დახმარების მიღებაც კი შევძელით პანდემიის დროს, რის გამოც თითოეულ ჩვენგანი შიშით უყურებს მომავალს, რომელშიც არანაირი სოციალური გარანტია არ გვაქვს.

  1. ეკა ქაჩლიშვილი

  2. ლია არაბიძე

  3. მარი დილიმაშვილი

  4. თამუნა ბასილაშვილი

  5. ირინა კიკნაძე

  6. თეა შოშიაშვილი

  7. ნონა ბერია

  8. ლალი სანიკიანი

  9. ნანა გოგოხია

  10. ირინა კიკნაძე

  11. ნელი ხმალაძე

  12. ნინო იაშვილი

  13. ეკატერინე ბერია

  14. მარინა კენგერლი

  15. თამარ მგელაძე

  16. ხათუნა პაპუნაშვილი

  17. ნათია ხატიაშვილი

  18. ირმა კურცაძე

  19. დარეჯან პაპავა-ტყებუჩავა

  20. ნინო სულაქველიძე

  21. დიანა ჭიჭოშვილი

  22. მანანა თაგორაშვილი

  23. თამარი ხაბელაშვილი

  24. ნინო გვიმრაძე

  25. ფიქრია რობაქიძე

  26. მაია მესხი

  27. ნინო იაშვილი

  28. ინგა მუმლაძე

  29. ნონა საბაშვილი

  30. თამუნა ჟიჟილაშვილი

  31. ნინო ჩხაიძე

  32. თინიკო ხიდეშელი

  33. ნინო თედოშვილი

  34. მარი დიმლაშვილი

დაინტერესებული ძიძები შეუერთდით ძიძების საკომუნიკაციო ჯგუფს.