top of page

ოკლენდში მასწავლებელთა პროფკავშირმა შრომის პირობების გასაუმჯობესებლად გაფიცვა წამოიწყო


4 მაისს ოკლენდში, აშშ-ის კალიფორნიის შტატში 3000 მასწავლებლის და სკოლის სხვა თანამშრომლების გაფიცვა დაიწყო. მასწავლებლების პროფკავშირის მოთხოვნაა ახალ შრომის ხელშეკრულების გაფორმება გაუმჯობესებული პირობებით. Პროფკავშირი აცხადებს, რომ მასწავლებლებისთვის პანდემიის დაწყების შემდეგ არ შეუთავაზებიათ გაუმჯობესებული შრომის პირობები. მასწავლებლები პირველ რიგში ითხოვენ ხელფასების გაზრდას და შრომის პირობების გაუმჯობესებისკენ გადადგმულ ისეთ ნაბიჯებს როგორიცაა: კლასებში მოსწავლეების რაოდენობის შემცირება, სერვისები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოსწავლეებისთვის, ფსიქოლოგიური დახმარების პროგრამები COVID 19 პანდემიის პერიოდში დაავადებული მოსწავლეებისთვის.


Პროფკავშირის ცნობით მასწავლებლები არიან ყველაზე დაბალ ანაზღაურებადი მუშაკები რეგიონში. განსაკუთრებით დაბალია დამწყები მასწავლებლების ხელფასი, რომელიც წელიწადში 52 905 დოლარია. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში მზარდი ინფლაციის და ოკლენდის ტერიტორიაზე უძრავი ქონების ღირებულების მკვეთრმა ზრდამ მასწავლებლების სოციალური მდგომარეობა გააუარესა. Მაგალითად, ერთოთახიანი ბინის საშუალო ქირა 2 500 დოლარს აღემატება, ხოლო სახლის შესაძენად საშუალოდ 900 000 დოლარია საჭირო.



Ფოტო: www.kqed.org

გაფიცვის პერიოდში სკოლები კვლავ ღია იქნება, თუმცა არასტანდარტული სამუშაო რეჟიმით. მოსწავლეებს კვლავ შეეძლებათ სასკოლო კვებით სარგებლობა, ისევე როგორც ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა სკოლის შემდგომი აქტივობების პროგრამებში.


ეს არ არის მასწავლებელთა პირველი გაფიცვა ოკლენდში. 2019 წელს ოკლენდელმა მასწავლებლებმა 11 დღიანი გაფიცვა მოაწყვეს, რომლის შედეგად ხელფასების 11%-იან ზრდას მიაღწიეს. 2023 წლის მარტში Მასწავლებლების და სკოლის თანამშრომლების (მძღოლების, სამზარეულოს მუშაკების, ადმინისტრაციის თანამშრომლების და ა.შ.) 3 დღიანი გაფიცვა გაიმართა ლოს ანჯელესში. ლოს ანჯელესის სასკოლო ოლქმა სწრაფად დააკმაყოფილა გაფიცულების მოთხოვნები, რაც გულისხმობდა ხელფასების 30%-იან ზრდას და მინიმალური ხელფასის განსაზღვრას საათში 22.95 დოლარის ოდენობით.


გამოყენებული Წყაროები:



Comentários


bottom of page